Monday, May 18, 2015

"ინტელის" პროექტი-მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღეს განვიხილეთ ონლაინ რესურსების გამოყენება. გადავავლეთ თვალი ჩვენს მიერ შესრულებულ ნამუშევრებს. მაქვს რაღაც საკითხები დასამატებელი და დასამთავრებელი. ამიტომ, დღეს მომიწევს საკმაოდ დიდი მუშაობა. დიდი ინტერესით ველოდები მომავალ მეცადინეობას, რომელიც იმედია, კარგად დასრულდება.

Sunday, May 17, 2015

"ინტელის" ტრენინგი-მეშვიდე დღე

დღეს ეკრანის ანაბეჭდის გადატანა და სურათად შენახვა ვისწავლეთ, რაც საინტერესო და ადვილად გასაკეთებელი იყო.
ვისწავლეთ Drive-ს ბლოგთან დაკავშირება. ეს ცოტა რთული იყო,მაგრამ ბევრი ვიმუშავეთ ამაზე.

Wednesday, May 13, 2015

"ინტელის" ტრენინგი-მექვსე დღე

დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას, განვიხილეთ ამ დოკუმენტის შევსება, ვისწავლეთ ვიდეოს გადმოწერა და მისი საჭიროებისამებრ გამოყენება-ჩასმა. განვიხილეთ  google-ს პროგრამები.
დღევანდელი მეცადინეობა სახალისო და საინტერესო იყო.

Sunday, May 10, 2015

"ინტელის" ტრენინგი-მეხუთე დღე

დღეს საინტერესო მასალაზე ვიმუშავეთ- ვირტუალური მეხსიერების ბარათი, მასზე მუშაობა და ინფორმაციების დადება.  Drive-ში საქაღალდეების გახსნა, ასევე, კითხვარებისა და კვლევების შემუშავება.
დღეს ტრენინგზე მუშაობა ცოტა გამიჭირდა, რადგან კომპიუტერმა შემიქმნა პრობლემა. დიდი მადლობა ბ-ნ დავითს საინტერესო მუშაობისთვის.

Tuesday, May 5, 2015

"ინტელის" ტრენინგი-მეოთხე დღე

დღეს ძალიან დატვირთული დღე იყო. მივიღეთ საკმაოდ ბევრი ახალი ინფორმაცია:

  • ბლოგზე ღილაკების დამატება;
  • ბლოგზე სურათების დადება;
  • ბლოგზე ვიდეოს ჩასმა.
ბ-ნ დავითის მუშაობის სტილით აღფრთოვანებული ვარ.

"ინტელის" ტრენინგი- მესამე დღე

ყოველი მომდევნო მეცადინეობა საინტერესო ხდება. დღეს ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა და ამ საქაღალდეში შესაბამისი დოკუმენტების შენახვა. მუშაობისთვის საჭირო სურათების მოძებნა, შენახვა და გაგზავნა.

"ინტელის" ტრენინგის-მეორე დღე

დღეს ბატონმა დავითმა word-ის დოკუმენტში სიგელების, ბროშურებისა და მოსაწვევების დამზადება და მათი PDF ფაილში შენახვა.
მივიღეთ ინფორმაცია პროექტზე მუშაობისთვის:

  • მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალის გამოყენება პროექტში.